01 ოქტომბერი 2024,   11:10
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი წლის დღეებში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი წლის დღეებში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათი განმარტებით, 31 დეკემბრის დილის 7 საათიდან, ერთი დღით ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა შეჩერდება.

საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გადასვლა დღესასწაულებზე იზღუდება.

დღის ამბები