01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ოფიციალური კურსის დათვლაში ამატებს

ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, 2017 წლის 3 იანვრიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს.

ეროვნული ბანკი ასევე, თავის ვებ გვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს. მთავარ გვერდზე დაემატება დოლარის, ევროს, თურქული ლირას და ფუნტი სტერლინგის კურსები.

დღის ამბები