01 ოქტომბერი 2024,   11:13
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი შეალაპარაკება - მოხეში ადგილობრივი მართლამადიდებლები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს სოფელ მოხეში. სადავო შენობის გამო, ერთმანეთს კვლავ მართლმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობა დაუპირისპირდა. ადგილობრივები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიისგან დროული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ.

ხეობის 12 სოფელში მცხოვრები მუსლიმები კი ყოველ პარასკევს, ისევ ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მართლმადიდებელ და მუსლიმს მრევლს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდეს.

დღის ამბები