03 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
სოციალური თანასწორობა - ოპოზიცია სოციალიზმში დაბრუნების ტენდენციაზე საუბრობს

ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, სადაც სოციალური თანასწორობაა. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვა, განათლება საყოველთაოა, უმუშევრობა და პენსია კი დაზღვეული.

ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში გაიზრდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს პოზიტიური იქნება, ოპოზიცია კი ამაში სოციალიზმში დაბრუნების მკაფიო ტენდენციას ხედავს.

ბრიტანული ოქსფამის კვლევამ შარშან აჩვენა, რომ ოჯახების 60%-ის თვიური შემოსავალი 500 ლარს არ აღემატება. იქ, სადაც თვეში 500-დან 900 ლარამდე უყრიან თავს, ფულის ნახევარზე მეტი ასევე საკვებზე მისდით და მხოლოდ 900 ლარზე მეტი შემოსავლის ოჯახები ხარჯავენ საკვებზე 35%-ს.

ამავე კვლევით ოჯახების 21% საკვებს მთლიანად ვალით ყიდულობენ და 39%-ს კი საკვების ნაწილის ყიდვა უწევს ვალით, ანუ ჯამში 60% ფულს საკვებად სესხულობს.

40%-ს, რომელიც საკვებს ვალით არ ყიდულობს, უნდა გაეზარდოს გადასახადი და მათი ფული იმ 60%-ს გადაუნაწილდეს, ვისაც კვება ვალით უწევს.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

 

დღის ამბები