07 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
საქართველოსთვის მთავარია, შეასრულოს საშინაო დავალება - სვენ მიკსერი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი, საფრანგეთში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება. მისი თქმით, იგი დაინტერესებულია, რომ საფრანგეთმა ევროკავშირში წამყვანი როლი შეინარჩუნოს.

რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებასა და საქართველოს მასში გაწევრიანებაზე. სვენ მიკსერის თქმით, ქვეყანამ განვითარება და რეფორმები უნდა განაგრძოს.

„რაც შეეხება ევროპის გაფართოებას, ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული თავად იმ ქვეყნების შიდა დემოკრატიაზე, რომლებსაც ევროპის ოჯახში შესვლა უნდათ. საქართველოსთვის კი მთავარია, შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. იყოს აბსოლუტურად მომზადებული იმ დროისთვის, როდესაც ფანჯარა გაიღება. განაცხადის გაკეთებას ყოველთვის მოასწრებთ. მთავარია, განაგრძოთ რეფორმები და მოდერნიზაცია. არ ვგულისხმობ, რომ ნაკლები ამბიცია გქონდეთ. თქვენ უნდა იფიქროთ სრულყოფილ წევრობაზე, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, მთავრია თქვენ იყოთ მზად. უნდა კარგად გავიაზროთ, რომ რეფორმები გჭირდებათ არა ევროკავშირისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებისთვის,“ - აცხადებს სვენ მიკსერი.

დღის ამბები