06 მაისი 2024,   16:44
ვრცლად
სტიქია ტეხასში - შტატის რამდენიმე ქალაქს ტორნადოების სერიამ გადაუარა, დაღუპულია 5 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას ტეხასში - შტატის რამდენიმე ქალაქს ტორნადოების სერიამ გადაუარა. ყველაზე მეტად ქარბორბალამ ქალაქი კანტონი დააზარალა, სადაც მაშველების განცხადებით, 5 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე ადგილობრივი კი დაშავდა.

ტორნადომ ქალაქში ხეები წააქცია და ქუჩაზე გაჩერებული მანქანები გაიტაცა, დანგრეულია შენობების ნაწილი. მაშველების განცხადებით, ქარბორბალამ ქიმიური ნივთიერებების საწყობიც დააზიანა, რის გამოც შენობიდან ტოქსიკური გაჟონვა მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციაა გამოცხადებული.

დღის ამბები