07 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
მოვუწოდებთ შს სამინისტროს, შემოსვლაზე უარი ეთქვათ დაჯგუფების სხვა წევრებსაც-"ევროპული საქართველო" "ღამის მგლების" შესაძლო ვიზიტზე საუბრობს

ევროპული საქართველო საქართველოს საზღვარზე, რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვების ფაქტს დადებითად აფასებს. განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

მისი თქმით, მესაზღვრეთა გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების ზეწოლის შედეგია.

ევროპული საქართველო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოუწოდებს არ შემოუშვას საქართველოს ტერიტორიაზე დაჯგუფების სხვა წევრებიც.

„სასიხარულოა, რომ საზოგადოების ზეწოლამ გამოიღო შედეგი და დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ 50-მდე წარმომადგენელს ამ დაჯგუფებისა უარი ეთქვა ამ ტერიტორიაზე შემოსვლაზე. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დანარჩენ წევრებსაც, რომლებიც მოემართებიან საქართველოსკენ, მათ შორის ამ დაჯგუფების ლიდერს, უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ 50-მდე რუსი ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მისი თქმით, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია.

ავტორი:შოთა დიმიტრიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები