27 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში - სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ 

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები  შემთხვევის ადგილზე გათენებამდე მუშაობდნენ, თუმცა პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებია. ასევე უცნობია მკვლელობის მოტივი.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ გუშინ ღამით რამდენიმე გასროლა გაიგეს და შემთხვევის ადგილზე მისულებს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი დახვდათ.

მეზობლები ამბობენ, რომ 26 წლის გიორგი შარაშენიძეს კარგად არ იცნობდნენ, რადგან ის ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებლად დედასთან და მეუღლესთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ გადავიდა.  მეზობლებს მკვლელობის შესაძლო მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ შარაშენიძეს სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის სახლში დაბრუნებული მანქანას აჩერებდა.

მკვლელობა თბილისში,  ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ თავდამსხმელები მას საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო,  განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება.

დღის ამბები