28 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი მმართველი გუნდის რამდენიმე წევრს უჩივის

პატივისა და ღირსების შელახვისთვის სარჩელის შეტანას აპირებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. მამუკა ახვლედიანი მმართველი გუნდის რამდენიმე წევრს უჩივის, მათ შორის უმრავლესობის ლიდერს და იუსტიციის მინისტრს. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ასევე ბოდიშს და 10 ათას ლარს. 

"მაშინ ისაუბრა ძიძიგური, თალაკვაძე, მდინარაძე, წულუკიანი... 8 ადამიანის წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი. თანხის ოდენობაა და ბოდიშის მოხდა. გამოყენებული იქნება სტუდენტებისთვის, რომ იყოს სხვადასხვა ტრენინგი და რომ გაიზარდონ ნორმალური იურისტები ამ ქვეყანაში," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.  

 

დღის ამბები