26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
საქართველოს მთავრობის წევრები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგებას აკრიტიკებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგება ქართული მხარისთვის მიუღებელია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განცხადებით, მოქალაქეები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამ საკითხის მოგვარების მიზნით დისკუსიები გაგრძელდება.

„ჩვენი ამოცანა არის, დაახლოებით, 100 კილომეტრამდე არსებულ პერიმეტრზე მავრთულხლართების და სხვადასხვა მახინჯი ხელოვნური ბარიკადების დაშლა და ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ყველა ფორმატის ფარგლებში. ვგულისხმობ დისკუსიების და მოლაპარაკების ფორმატს. ამაში ჩვენი პოზიცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია სრულ თანხვედრაშია, რადგან ეს არის ზოგადად გამოწვევა არამხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ძალიან მძიმე და ყოველდღიური გამოწვევა მოსახლეობისთვის, რომელიც იქ ცხოვრობს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, აცხადებს, რომ მსგავს განცხადებებს არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი გამართლება არა აქვს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების უახლოეს რაუნდზე საქართველოს დელეგაცია ამ საკითხს განსახილველად აუცილებლად დააყენებს.  

დღის ამბები