01 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
მიწის გასხვისების საკითხი - კონსტიტუციის განხილვის ჩაშლის შემდეგ, ფილარმონიასთან აქცია იმართება

ამ წუთებში ფილარმონიასთან აქცია იმართება. თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ჩაშლის შემდეგ აქცია სპონტანურად დაიგეგმა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. ისინი ითხოვენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ გასხვისდეს.

აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებიან, მათ შორის არიან სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, გამსახურდია.

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა. როგორც ცნობილია, დღეს ფილარმონიის დიდ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები