27 ივლისი 2024,   04:44
ვრცლად
საფუძველი არ არსებობს ევროკაშირის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს - ქეთევან ციხელაშვილი

"განცხადებები, რომელიც მედიით გავრცელდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკაშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს“,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის მიერ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტისთვის, ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნების წარმატებით ჩატარების მილოცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩის საქართველოში, იანოშ ჰერმანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს.  

„ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე გააკეთა ძალიან ცალსახა განცხადება. ამ საკითხზე ევროკავშირთან, ბრიუსელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ცხადია, ეს კომუნიკაცია გაგრძელდება,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები