26 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
ოკუპაციის შესახებ კანონი - თინა ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს 25 კაციან სიას უგზავნის

თინა ხიდაშელის წერილი გიორგი მღებრიშვილს - თავდაცვის ყოფილი მინისტრი შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ოკუპაციის შესახებ კანონს ახსენებს და 25 კაციან სიას უგზავნის. თინა ხიდაშელი მოითხოვს ლუჟკოვის მსგავსად, სხვა რუსი მაღალჩინოსნების შავ სიაში შეყვანას, რომ მათ ვერ შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. სიის სათავეში ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი არიან.

„კანონს ის არღვევს მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედის საქართველოს ნებართვის გარეშე. ზუსტად იმ წუთიდან, როდესაც ჩვენი სამართალდამცავებისთვის ეს ხდება ცნობილი, კანონის მოთხოვნაა, რომ მათ უნდა დაიწყონ სისხლის სამართლის საქმის მოკვლევა, შესაბამისად, შავი სიაც ამას ჰქვია. გავუგზავნე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი 25 ადამიანის სია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით უკვე უნდა იყოს დაქვემდებარებული სისხლის სამართლის გამოძიებას,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღის ამბები