27 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
ირანელები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

ირანელები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით 64 ათასამდე საარჩევნო უბანია გახსნილი. მოსახლეობამ არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მიიჩნევა, რომელმაც ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გამოკითხვების თანახმად, როუჰანის მთავარ კონკურენტი სასულიერო პირი, 56 წლის ებრაჰიმ რაისია, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა აქვს.

თუ დღევანდელ კენჭისყრაზე ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მოიპოვებს, მომდევნო კვირას მეორე ტური ჩატარდება.

დღის ამბები