07 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
არანაირ დისკრედიტაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს - ალექსანდრე ჯეჯელავა ლაშა თორდიას საქმეზე

საქართველოს ვიცე პრემიერი და განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის ინტერნეტში გავრცელება მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დისკრედიტაციას არ ემსახურება.

„ის, რომ ლაშა თორდია არ გაკიდებია არავის იარაღით და გამოიგონეს, იქნებოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია და თუ ეს ადამიანი ადასტურებს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში, არანაირ დისკრედიტაციაზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს. გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ შეეცადოს, რომ რეალობა დაადგინოს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებას ყველაფრის დადგენის საშუალება უნდა მიეცეთ და ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მხოლოდ იმიტომ მიეცა, რომ ინციდენტში ჩართულები იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.

„ჩემი აზრით, ეს არის შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული საერთაშორისო ან საპარლამენტო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები