01 მაისი 2024,   15:07
ვრცლად
პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს ისე, როგორც ქართველ ხალხს უნდა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში პროფკავშირების შენობაში შედგა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, პრეზიდენტის არჩევის წესზე გაამახვილა ყურადღება. მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიიღონ და ხალხის ნება გადამწყვეტი უნდა იყოს.

„ამ ქვეყანაში ყველაზე ადეკვატური ფორმა მმართველობის არის დემოკრატია და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქე რაღაც ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფოს მართვაში. როგორ უნდა ირჩეოდეს პრეზიდენტი? მე ვამბობ, რომ ისე უნდა ირჩეოდეს, როგორც ქართველ ხალხს უნდა, ეს არის ჩემთვის ამოსავალი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრაზე სხვა მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება, ქართველი ხალხისთვის არ იქნება მისაღები.

„მე არ მჯერა, რომ ჩვენს ყოველდღიურ აზროვნებაში მისაღები იქნებოდა, რომ რაღაც, რაც გაიყო და დარჩა არ გავყოთ ერთმანეთს შორის და ერთმა ადამიანმა წაიღოს ეს ყველაფერი, არ მჯერა ამის. მე მჯერა, რომ ქართველ ხალხს რომ ვკითხოთ ეს ბონუსების სისტემა, რაც არის მისაღებია თქვენთვის? მე მჯერა, რომ პასუხი იქნება არა,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები