28 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება - მთავრობის წევრები პროგრესზე საუბრობენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან. ისინი ხაზს უსვამენ ქვეყნისთვის დეკლარაციის მნიშვნელობას. მინისტრები ამბობენ, რომ დეკლარაციით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ნატოსთვის.

„ამ დეკლარაციით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რამდენად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოს როლი ნატოსთვის, რამდენად დიდი პროგრესია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ყველა იმ რეფორმის შედეგად, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ასევე რამდენად ზრუნავს ნატო ჩვენს უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, რამდენად იზიარებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის, რუსეთის აგრესიის შედეგად, რამდენად იზიარებს ნატო ჩვენს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პოლიტიკას. ეს არის ცალსახა როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სესიას მთავრობის წევრების სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

„საქართველოსთვის განსაკუთრებით ხაზგასმა იმ პოლიტიკისა, რომ ნატო რჩება თავისი ღია კარის პოლიტიკის ერთგული, ნატო რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც დავგეგმეთ თავდაცვის უწყებაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები