30 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
ბრიტანეთის დედოფალმა ახლადარჩეულ პარლამენტს სიტყვით მიმართა

ბრიტანეთის დედოფალმა ახლადარჩეულ პარლამენტს სიტყვით მიმართა. ელისაბედ მეორემ პარლამენტარებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გააცნო, რომლებმაც ქვეყნის ევროკავშირიდან უმტკივნეულო გასვლის პროცესი უნდა უზრუნველყოს.

ელისაბედ მეორემ ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა დაგეგმილი ვიზიტიც ახსენა, მაგრამ არაფერი უთქვამს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტუმრობაზე, რომელსაც ბრიტანელები ეწინააღმდეგებიან და შესაძლოა, აღარ შედგეს.

ელისაბედ მეორემ 2014 წლისგან განსხვავებით, ტრადიცია დაარღვია. ის პარლამენტში არც ეტლით მივიდა და არც საზეიმო სამოსი ეცვა.

 

დღის ამბები