01 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
მესმის მათი წუხილი, მაგრამ ვერაფრით დავეხმარებით - უმრავლესობა მინისტრების გადაყენების მოთხოვნას პასუხობს

სამართალდამცავ სისტემაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კამათს და ურთიერთკრიტიკას იწვევს. ოპოზიციური პარტიის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძისთვის წარმოუდგენელია რომელიმე მინისტრის გადადგომა.

„თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენ რომელიმე მინისტრის საჯიჯგნად გადაგდებით კარგ შედეგს მივაღწევთ, რაღაც ბარტყი, რომ აიღოს ჩიტმა და გადაუგდოს ვინმეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იქნება სწორი გამოსავალი ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, ეს არის პოლიტიკური ინტერესი, გარკვეული იმ ძალის, რომელსაც უნდა სუსტი ხელისუფლება,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური ოპოზიციის მოთხოვნას მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით არ იზიარებს და პოლიტიკურ ოპონენტებს 2020 წლის არჩევნებისთვის კარგად მომზადებისკენ მოუწოდებს. 

"სრულიად გასაგებია, რომ ოპოზიცია მუდმივად ითხოვს შს მინისტრის, უშიშროების მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, ყველას გადადგომას ითხოვს და მესმის ეს მათი გულის წუხილი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეხმარებით, 2020 წლის არჩევნებამდე," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

დღის ამბები