30 აპრილი 2024,   20:33
ვრცლად
სირიის ხელისუფლება ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლება ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს. დამასკოში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ოპერაციის შედეგად რამდენიმე ადგილობრივი დაიღუპა. ისრაელის ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები ქუნეიტრას პროვინციაში დაბომბა, სადაც უკვე კვირაზე მეტია ბაშარ ალ ასადის არმიასა და მეამბოხე ძალებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს.

ისრაელის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაცია სირიის მხრიდან ჰოლანის სიმაღლეებზე განხორციელებული საარტილერიო იერიშის შემდეგ დაიგეგმა. წერტილოვანი დარტყმის შედეგად კი სამთავრობო ძალების ორი ტანკი განადგურდა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, სირიის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ჭურვები დაუსახლებელ ტერიტორიაზე აფეთქდა.

დღის ამბები