30 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა მეჩეთში ლოცვის დროს გონება დაკარგა - ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მეჩეთში ლოცვის დროს გონება დაკარგა. პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემა სტამბოლის მეჩეთში შეექმნა, სადაც ის ურაზა ბაირამის დილის ლოცვაზე დასასწრებად მივიდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, მეჩეთი კი დროებით დაიკეტა.

მოგვიანებით რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას დიაბეტი აწუხებს, რამაც არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნა. ერდოღანის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას გეგმის მიხედვით გააგრძელებს.

დღის ამბები