30 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური - კახი კალაძე თავისი პოლიტიკური გეგმის შესახებ საუბრობს

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის პირველი კომენტარი პოლიტიკური გეგმების შესახებ - ის თბილისის მერობაზე პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ამბიციური გეგმები აქვს. განცხადება ვიცე-პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შუახევში ჰიდროელექტროსადგურის გახსნის დროს ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„უახლოეს მომავალში ყველაფერი ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური, მნიშვნელოვანი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები