24 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
სკანდალური წერილი პენტაგონიდან - ყიდულობს თუ არა აშშ ISIS-სთან საბრძოლველად იარაღს საქართველოში?

„პოსტკრიპტუმმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც სირიისთვის საქართველოდან საბრძოლო მასალის მიწოდებაზეა საუბარი. პენტაგონის ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამერიკულმა მხარემ სირიაში გამოსაყენებლად შეიარაღებისთვის საქართველოს მიმართა და ამისათვის არმიის დეპარტამენტმა შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტიც გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით არმიის დეპარტამენტსა და კერძო კომპანიას შორის შესყიდვის კონტრაქტს ხელი 2016 წლის 22 სექტემბერს მოეწერა. შესყიდვა 2017 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამ დოკუმენტის არსებობას უარყოფს. მის უწყებაში კი აცხადებენ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებული სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მხოლოდ ახლა აწარმოებს ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გარკვეული სახეობის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი რედაქტორი, დეივ ბლოსი აცხადებს, რომ პენტაგონის დოკუმენტში გაქრა ჩანაწერი, რომ საქართველოსთან დაკავშირებული შეიარაღების შესყიდვა სირიისთვის იყო განკუთვნილი. ის ამბობს, რომ პენტაგონი სირიის ოპოზიციური ძალებისთვის საბჭოურ შეიარაღებას შეისყიდის. ამ ინფორმაციას „პოსტსკრიპტუმს“ პენტაგონშიც უდასტურებენ. მათი თქმით, აღჭურვილობით დახმარება განკუთვნილია აშშ-ის მთავრობისთვის, რათა მან მოამარაგოს ISIS-თან მებრძოლი ოპოზიციური ძალები სირიაში.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები