16 ივნისი 2024,   04:41
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას, როგორც ყოველთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აპლიკანტების რეგისტრაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საგამოცდო პროცესი კი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება.

ერთადერთი მცირე ცვლილება წელს აბიტურიენტებს უცხო ენის გამოცდაზე ელოდებათ, -მოსმენის ნაწილი ოდნავ გართულებულია.

გამოცდები გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც ნახევრად ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

„პროცედურები მსგავსია, რაც წინა წლებში იყო. დიდი განსხვავება არაფერი არ არის. რეგისტრაციის დროს ზედმეტ ნივთებს აბიტურიენტებს დაატოვებინებენ სარეგისტრაციო დარბაზში. დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტს ველოდებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. იწყება ტრადიციულად ქართული ენითა და ლიტერატურით იმდენად, რამდენადაც გასწორების პროცესი ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ გამოცდისთვის არის,“ -განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან ათი თბილისშია.

დღის ამბები