16 ივნისი 2024,   04:59
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, რომ კახი გაიმარჯვებს პირველივე ტურში - სოზარ სუბარი

აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ კახი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს პირველივე ტურში - ეს განცხადება, დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სოზარ სუბარმა იმ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის დროს წარმატებით შეასრულა.

სუბარი ამბობს, რომ 2011 წელს, როდესაც კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალი იყო.

„როდესაც 2011 წელს ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი, იმდენად დიდი ძალა შეიქმნა და იმდენად ენერგეტიკა შეიქმნა ამ ორი ადამიანის ერთად დგომით. დღესაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ კახი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს პირველივე ტურში და ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მერი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კახა კალაძის წარმატებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც.

„იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც არის ასე შედეგზე ორიენტირებული თავის მუშაობაში, ასე გუნდის გამარჯვებაზე და გუნდურ ინტერესებზე და არა პირადზე ორიენტირებული და ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, იმისათვის რომ მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რომელშიც ის მოღვაწეობდა და მოღვაწეობს,“-აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას დღეს ბოლოჯერ დაესწრო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები