16 ივნისი 2024,   05:54
ვრცლად
"ენმ" საბიუჯეტო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამ ცვლილებების მიზანია, რომ მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით ვეღარ შეძლოს ბიუჯეტიდან დაუგეგმავი ხარჯების გაწევა.

ოპოზიციის განცხადებით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებს ხელისუფლება, ძირითადად, პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავს.

„ჩვენ ჩავდეთ მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი მსგავსი ხარჯების გაწევას, მხოლოდ პარლამენტის ნებართვით. ეს გამოიწვევს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის თავიდან აცილებას და მათ შორის, ფულის ხარჯვას პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები