16 ივნისი 2024,   06:27
ვრცლად
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებმა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უნდა დაგმონ ოკუპაციის პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან განიხილა საქართველოს შიდა პროცესები და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. 

დღის ამბები