22 მაისი 2024,   09:09
ვრცლად
მიხეილ საკაშვილის შესაძლო ექსტრადირება - თამარ ჩუგოშვილი უკრაინელი დეპუტატების თხოვნას ასაჯაროებს

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხი ქართველი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებების მიზეზი გახდა. დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში მისი და უკრაინელი დეპუტატების საუბარის დეტალები გაახმაურა. ჩუგაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პარლამენტის წევრები მას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვდნენ, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკან დაბრუნდეს.

უკრაინის რადას რომელმა დეპუტატებმა ითხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ხელახლა მინიჭება მის საქართველოში დასაბრუნებლად, თამარ ჩუგოშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა გვარები სოციალურ ქსელშივე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაასახელეს. ერთ-ერთი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკოა. მისი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება, 2016 წელს სავიკ შუსტერის ტელედებატებიდან დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა ის კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. "ნაციონალურ მოძრაობის" განმარტებით, დეპუტატები, რომლებსაც თამარ ჩუგოშვილი ესაუბრა, სავარაუდოდ უკრაინის რადას კორუფციაში მხილებული წევრები არიან.

თამარ ჩუგოშვილს საკუთარ სტატუსზე განმარტება აღარ გაუკეთებია. ის, რომ უკრაინის დელეგაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე საუბრობენ ადასტურებენ ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა სამართლიანია და თავადაც ეთანხმებიან.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება შესაძლოა საუბრის თემა იყოს პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას. უკრაინის პრეზინდეტს თბილისში უკვე ორშაბათს, 16 ივლისს ელოდებიან.

დღის ამბები