ჩაშლილი შეხვედრა თბილისის გამგეობების თანამშრომლებთან - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან "ბარაკონში" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ "კურიერი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.
მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი დიდი ნაწილი დასაბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ჯერ კიდევ დარბაზში იმყოფებიან.
10-მდე პირმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ იუბილარი იყო, დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ რესტორანში დაბადების დღეზე იყვნენ მისულები. მათ არ გაუსაჯაროებიათ, რომელი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.