18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
უარი ლტოლვილის სტატუსზე - ჩაბუქის ადვოკატები დღეს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები დღეს საქალაქო სასამართლოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

საუბარია დადგენილებაზე, რომელის მიხედვითაც დემირელის კოლეჯის მენეჯერსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

ადვოკატი ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.

იმ შემთხვევაში, თუ პირველმა ინსტანციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ისინი სააპელაციოს და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

დღის ამბები