11 ნოემბერი 2026,   18:46
ვრცლად
მათ რომ რამე სათქმელი ჰქონოდათ - ყველაზე სწორი ადგილი სასამართლოს დარბაზი იყო დღეს. როცა მეც ვიქნები პროცესზე, გავასაჯაროებ ბევრ საკითხს - ეკა კუპატაძე ნია იმნაძის მშობლების სასამართლოში გამოუცხადებლობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

დღეს ბრალდების მხარეს უნდა გამოეკითხა ნია იმნაძის მშობლები, მაგრამ დაცვის მხარემ მოწმეები უდაოდ ცნო. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრებოდა.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე სწორი ადგილი სასამართლოს დარბაზი იყო დღეს, რომ მათ რამე სათქმელი ჰქონოდათ, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის თქმული და როცა თავადაც იქნება სასამართლო პროცესზე, გაასაჯაროებს ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხს:

"თორმეტ სექტემბრამდე, მანამდე, სანამ მოვიდოდა გიგასთან, ნავროზაშვილის შვილი ნიაკო იმნაძე, მანამდე მას ჰქონდა სისტემატური კავშირი გიგასთან, იმის შემდეგ აღარ. ვინმეს სჯერა, რომ გიგას ტელეფონი მან იცოდა, იცოდა, რომ თურმე გიგა ავიწროებდა და ის გიგას არ დაუკავშირდა. 29 სექტემბერს, მაშინ, როცა უკვე რამდენიმე საათში მოვიდა ალექსანდრე გაბაშვილი მკვლელობისთვის, დაგულებული მესიჯი აქვს გამოგზავნილი ჩემთან ნავროზაშვილს. ყველაზე სწორი ადგილი სასამართლოს დარბაზი იყო დღეს, რომ მათ რამე სათქმელი ჰქონოდათ. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის თქმული და როცა მეც ვიქნები სასამართლო პროცესზე, იმის შემდეგ მე გავასაჯაროებ ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხს", - აცხადებს ეკა კუპატაძე.

დღის ამბები