11 ნოემბერი 2026,   18:54
ვრცლად
დღევანდელი პროცესი იყო მათთვის შანსი, ელაპარაკათ და დაეცვათ არასრულწლოვანი შვილის ინტერესები - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი, ნია იმნაძის მშობლების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

დღეს ბრალდების მხარეს უნდა გამოეკითხა ნია იმნაძის მშობლები, მაგრამ დაცვის მხარემ მოწმეები უდაოდ ცნო. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრებოდა.

როგორც საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, საქმეში ერთ-ერთი ფოგურანტის, ნია იმნაძის მშობლებისთვის, დღევანდელი პროცესი იყო ერთადერთი შანსი, რომ ელაპარაკათ, რაზეც სურდათ და დაეცვათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები:

"პროკურატურას დაგეგმილი ჰქონდა ნია იმნაძის მშობლების, ვალერიან იმნაძისა და თამარ ნავროზაშვილის გამოკითხვა. აღნიშნული პირები, ადვოკატთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ დღეს ნამდვილად მოდიოდნენ სასამართლო პროცესზე, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პირთა დაკითხვები დაცვის მხარემ, ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, უდავოდ მიიჩნია. დღევანდელი პროცესი იყო მათთვის, ასე ვთქვათ, ერთადერთი შანსი, რომ ელაპარაკათ ის, რაზეც სურდათ და დაეცვათ თავისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები", - აცხადებს ქეთევან სონიძე.

დღის ამბები