22 ოქტომბერი 2024,   21:30
ვრცლად
შვილის ჩვენება მამის წინააღმდეგ - ზურაბ ნეფარიძის შვილი რუსთავი2-ს პირველ კომენტარს აძლევს

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ კორუფციულ ბრალდებებზე ზურაბ ნეფარიძის შვილები მედიასთან ღიად არ საუბრობენ.

დეპუტატის შვილი, ზურაბ ნეფარიძე, სასამართლოს შემდეგ პირველად  რუსთავი2-თან საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება. ხოლო მამის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებს.

ასევე, დეპუტატის მეორე შვილი, ელენე ნეფარიძე, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ძმამ მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

მისი ძმის შეყვარებულის, მარიამ ლომიძის, მიერ ასევე დეპუტატის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზე ელენე ნეფარიძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მას ჭორის დონეზე აქვს გაგებული. თუმცა, ადასტურებს, რომ მარიამ ლომიძე დეპუტატის ბიუროში მუშაობდა.

სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა კიდევ ერთი მოწმე, მარიამ ლომიძე, რომელიც დეპუტატის ბიუროში მუშაობდა და ის ნეფარიძის შვილის მეგობარია. მარიამ ლომიძე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ზურაბ ნეფარიძეს გარკვეულ თანხას აძლევდა.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება, რომლითაც თბილისის საკრებულოს დეპუტატს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

დღის ამბები