28 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონს დიპლომატიური ობიექტების დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონს დიპლომატიური ობიექტების დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ლავროვის უწყებაში ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "მტრულ აქტად" და საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებენ.

"მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ხელისუფლებას, დაფიქრდეს და დაუყოვნებლივ დაგვიბრუნოს რუსული დიპლომატიური ობიექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დეგრადაციის გაგრძელებაზე"- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კი სავაჭრო წარმომადგენლობამ მუშაობა გუშინ შეწყვიტეს. შენობები კი, რომელიც რუსეთის ფედრაციის საკუთრებაა, დიპლომატიურ პერსონალს დაატოვებინეს.

დღის ამბები