27 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა და ყველაზე ძლიერი ბირთვული გამოცდა კიმ ჩენ ინის ხელში

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა და ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი ბომბი კიმ ჩენ ინის ხელში - ასეთია ჩრდილოეთ კორეაში დღეს დილით ჩატარებული ატომური გამოცდის შედეგები.

შეერთებული შტატების ლიდერმა ფხენიანის ქმედებას მტრული და სახიფათო უწოდა. პრეზიდენტისთვის წარსადგენად ფინანსთა სამინისტრო სანქციების ახალ პაკეტსაც ამზადებს.

ფხენიანს სრული იზოლაციით ემუქრება სამხრეთ კორეაც. იაპონიის ხელისუფლება გაეროს უშიშროების საბჭოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ფხენიანის ბირთვული ცდა გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა ოფიციალური მოსკოვი სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია.

ჩრდილოეთ კორეას დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ეუთომ, ევროკავშირმა და ნატომაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები