06 მაისი 2024,   16:44
ვრცლად
კახი კალაძემ კრწანისისა და ვაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

კახი კალაძე კრწანისისა და ვაკის რაიონების მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

კალაძე მოსახლეობას სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას,“ - აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები