03 მაისი 2024,   14:54
ვრცლად
ერაყის პარლამენტი პრემიერს კირკუკის რეგიონში ნავთობსაბადოების კონტროლის მიზნით, ჯარის შეყვანას სთხოვს

ერაყის პარლამენტი პრემიერს კირკუკის რეგიონში ჯარის შეყვანას სთხოვს. სამხედროებმა ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობსაბადოები უნდა გააკონტროლონ.

კირკუკის პროვინცია ერაყის ქურთისტანის და ბაღდადის სადავო ტერიტორიაა. ქურთები მას საკუთარ მიწად მიიჩნევენ, ერაყის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს რეგიონი ქურთისტანის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა.

დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული არალეგალური რეფერენდუმის შემდეგ, ოფიციალურმა ბაღდადმა ერბილს ულტიმატუმები წაუყენა და ნავთობობიექტებთან ერთად, საერთაშორისო აეროპორტებზე კონტროლი მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურთისტანს საერთაშორისო ფრენების აკრძალვით დაემუქრა.

ავტონომიის წარმომადგენლებმა ულტიმატუმს უარით უპასუხეს. ისინი აცხადებენ, რომ აეროპორტს „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი აქვს. 

დღის ამბები