07 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ქობულეთის სკოლიდან 12 მოსწავლე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის 12 მოსწავლე ინტოქსიკაციით რეფრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მუცლის ღრუში ტკივილი, თავბუსხვევა და გულღებინების სიპტომები აღენიშნებოდათ.

მოსწავლეები შეუძლოთ მესამე გაკვეთილზე გახდნენ. მოწამვლის მიზეზებს სურსათის უვნებლობის სამსახური იკვლევს.

ბავშვებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ამ ეტაპისათვის ისინი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს.

დღის ამბები