26 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
ავარიული დაშვება კანადაში - Airbus A380-ის მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ

Airbus A380-ის მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ. კომპანია Air France-ის კუთვნილი ლაინერი, რომელიც რეისს პარიზიდან ლოს-ანჯელესში ასრულებდა ავარიულად კანადაში დასვეს. მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო ლაინერს, ფრენის დროს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა და რამდენიმე ფრაგმენტი მოძვრა. დაზიანდა ლაინერის ფრთებიც. ინცინდენტის დროს Airbus-ის ბორტზე 500-მდე მგზავრი და ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავარიული დაშვების დროს არავინ დაშავებულა.

 

 

დღის ამბები