20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
უკრაინაში არშეშვების მიზეზის დადგენას კობა ნაყოფია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს

უკრაინაში არშეშვების მიზეზის დადგენას კობა ნაყოფია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თბილისში გუშინ გვიან საღამოს დაბრუნდა და უწყებისთვის განცხადებით მიმართვას გეგმავს.

ნაყოფიას თქმით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიზეზი არ განუმარტეს. დეპუტატისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი გვარი სპეციალურ სიაში მოხვდა. მას აეროპორტში არც ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება მისცეს. კობა ნაყოფიას განცხადებით, ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა.

იურისტებმა ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით კიევის პოლიციას უკვე მიმართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შეფასებით, უკრაინაში ის 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქციის გამო უმაღლესი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით არ შეუშვეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები