26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
სპეცოპერაცია წულუკიძის ქუჩაზე - სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს

სამგორის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. შინდისელი გმირების ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

წულუკიძის ქუჩაზე ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება ამოიღეს, თუმცა სამართალდამცავები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

დაკავებულის დედას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეზობლები კი დაკავებულს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. მათი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

ამ დროისთვის ორივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები