26 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
უკრაინა და რუსეთი მორიგი კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ

უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მორიგი კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ.

ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და მედიასაშუალებებს ახალმა ვირუსმა შეუტია, რომელსაც ციფრული რესურსების ბლოკირება შეუძლია.

ჰაკერების შეტევის პირველი მსხვერპლი უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოდესის აეროპორტი და კიევის მეტრო გახდა. ასევე, რუსული მედია საშუალებები "ინტერფაქსი" და "ფონტანკა".

ვირუსის სახეობას სპეციალისტები უკვე სწავლობენ და ვარაუდობენ, რომ ახალი პროგრამა იმ ვირუსის მსგავსია, რომელმაც ზაფხულში მსოფლიოს 150 ქვეყნის კომპანია დააზარალა.

უკრაინის ხელისუფლება რიგით ინტერნეტ-მომხმარებლებს, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო სისტემების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და კიბერ-უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები