07 მაისი 2024,   18:58
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს

შეერთებულ შტატებში ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს. საიდუმლო გრიფის მოხსნის განკარგულებას დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კენედის მკვლელს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტრაგედიამდე 2 თვით ადრე უთვალთვალებდა.

ასევე დგინდება, რომ ლი ჰარვის ოსვალდის საბჭოთა დიპლომატთან ჰქონდა კავშირი, რომელიც ამერიკული დაზვერვის ცნობით, რუსული "კა-გე-ბეს" აგენტი იყო და საბოტაჟებსა და მკვლელობებს კურირებდა.

ასევე ირკვევა, რომ მოსკოვში ჯონ კენედის მკვლელობას ამერიკის ხელისუფლების შეთქმულებად მიიჩნევდნენ და ამავდროულად შიშობდნენ, რომ ვაშინგტონი საბჭოთა კავშირზე იერიშს მიიტანდა.

ეროვნული არქივის ვებ გვერდზე 3100-ის ნაცვლად მხოლოდ 2891 საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა. დანარჩენის გასაჯაროება ცენტრალური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნით, არ მოხდა.

დაზვერვა შიშობს, რომ სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება უწყების მუშაობის მეთოდებს და აგენტებს შეუქმნის საფრთხეს.

დღის ამბები