28 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
ჰოლივუდის ვარსკვლავმა კევინ სპეისიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა 

ჰოლივუდის ვარსკვლავმა კევინ სპეისიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა. სპეისიმ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ გეია. მსახიობმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელიც მის უმცროს კოლეგას ენტონი რეპს ეძღვნება.

სპეისი მას ბოდიშს უხდის, თუმცა წერს, რომ 30 წლის წინანდელი ისტორია, რომელიც რეპმა გაიხსენა და ოსკაროსანი მსახიობი მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, არ ახსოვს, თუმცა მას, როგორც მსახიობს პატივს სცემს და ბოდიშს უხდის.

58 წლის კევინ სპეისი სექსუალურ ორიენტაციაზე დასმულ შეკითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა, თუმცა წერილში ის აღიარებს, რომ ადრე ურთიერთობა ქალებთანაც და მამაკაცებთანაც ჰქონდა, თუმცა დღეს ის როგორც გეი ისე ცხოვრობს.

დღის ამბები