26 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
მთავარი მოწმეების დაკითხვა - ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პროცესი, რომელიც თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება მისცა იმ ევაკუატორის მძღოლმა, რომელიც ხელოვნურად შექმნილი წინაღობის ერთ-ერთი მონაწილე იყო.  

გარდა ამისა, დღეს ჩვენება მისცა მთავარმა მოწმემ ტრაილერის მძღოლმა, რომლითაც ბექა ხახუბიას გორის გვირაბთან გზა გადაუკეტეს. ვისგან მიიღო ბრძანება, რა მანძილზე გააჩერა ავტომობილი, შეეძლო თუ არა მძღოლს წინაღობისთვის თავის არიდება - პროცესზე დღეს უშუალოდ 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ადგილზე შექმნილი ვითარება შეისწავლეს.

ბექა ხახუბიას გარდაცვალების მთავარმა მოწმემ, შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა. ტრაილერის მძღოლის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ბრძანება იყო გარდაცვლილისთვის გზის გადაკეტვის შესახებ.

როგორც ის აცხადებს, მძღოლი წინაღობას სავარაუდოდ ვერ დაინახავდა და არც ადგილი იყო იმისთვის, რომ მას ავტომობილით მანევრირება მოეხერხებინა.

„ეს პიროვნება მეუბნებოდა, რომ დროზე დაქოქე მანქანა და დაკეტე გზაო. მე ვუთხარი, როგორ დავკეტო გზა მეთქი? დროზე, ბრძანება მაქვს ასეთი, დაკეტე გზაო,“ - ყვება ტრაილერის მძღოლი.

დღის ამბები