27 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
ფსიქოტროპული ნივთიერების გადაზიდვის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა- გადაზიდვის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ,,წითელი ხიდის’’ გავლით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა 62 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული საშუალება ლირიკა.

დღის ამბები