26 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ულტიმატუმი წაუყენა

ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ულტიმატუმი წაუყენა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, მან პირდაპირ უთხრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომ Brexit-ის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უფროს მეტ პროგრესს დეკემბრის დასაწყისამდე უნდა მიაღწიონ.

დონალდ ტუსკი და ტერეზა მეი ერთმანეთს შვედეთში, ევროკავშირის სამიტის პარალელურად შეხვდნენ.

ტუსკის თქმით, მხარეებმა მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა, გადაუჭრელი რჩება ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული და ფინანსური საკითხები.

ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს Brexit-ის მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპის დაწყებაზე უნდა იმსჯელონ.

 

დღის ამბები