28 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
თბილისის მერიასთან დაკავებულთა საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს 

თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ბრალდებულები გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათი მტკიცებით, აქციის მიმდინარეობისას მათ კანონი არ დაურღვევიათ და მათ დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან.

6 ადამიანი სამართალდამცავებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

„პატრულის მიერ წარმოდგენილ კადრებში არსად არ ჩანს, რომ ჩვენ ან ვილანძღებით ან არ ვემორჩილებით პატრულის კანონიერ მოთხოვნებს. პირიქით, ისინი ძალადობდნენ ჩვენზე. ველოდებით, რომ ჩვენ გაგვამართლებენ იმიტომ, რომ არაფერი ფაქტი არ არსებობს, არც ჩანაწერებში, არც მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებში არ ჩანს ჩვენი ბრალეულობა,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ბესიკ გაზდელიანმა.

დღის ამბები