თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა.
დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაცვის მხარე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსზე უარის თქმას აპროტესტებდა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოს სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართა და განმარტა, რომ მას ფეთჰულა გიულენთან არანაირი კავშირი არ აქვს.