04 მაისი 2024,   19:55
ვრცლად
სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფო დახმარების 2 მანქანა გამოვიდა

რამდენიმე წუთის წინ სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფო დახმარების 2 მანქანა გამოვიდა. სავარაუდოდ მათ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პირები გადაიყვანეს, თუმცა ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია.

ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე იყო ორმხრივი სროლის და აფეთქების ხმა. იყო ძლიერი დაკვამლიანებაც.

ამ ეტაპზე სროლის ხმა აღარ ისმის. ადგილზე იმყოფება სახანძრო სამსახური, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს აქრობს.

ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება შესაბამისად უცნობია რა ეტაპზეა სპეცოპერაცია. 

დღის ამბები